Sunday, November 30, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე.
თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა საჭიროებები პროექტზე მუშაობის დროს.
დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

მოსწავლეების მიერ შექმნილი ბუკლეტი

Friday, November 28, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ვნახეთ შეფასების სქემების ნიმუშები. დავიწყე მსგავსი სქემების მომზადება.

ასევე გამოვაქვეყნე პროექტის პორტფოლიოს და მოსწავლის პრეზენტაციები ბლოგზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Wednesday, November 26, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებაზე.
დავასრულე ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება.
ვმუშაობ მოსწავლის პრეზენტაციაზე.

Saturday, November 22, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

განვიხილეთ შეფასების ფორმები, რომლებიც გამოგვადგება პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეთა შეფასებისათვის!

Friday, November 21, 2014

ტრენინგის მესამე დღე

დავიწყეთ კურსის მეორე მოდულზე მუშაობა.
სასწავლო გეგმაში შემყავს ჩემი მომზადებული პროექტი.

Sunday, November 16, 2014

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის, პროექტებით სწავლება, მიზნებსა და მოთხოვნებს.